რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიო რწმუნებულის ადმინისტრაციაში კორონავირუსის მართვის პროცესში შეტანილი ცვლილებები განიხილეს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიო რწმუნებულის ადმინისტრაციაში კორონავირუსის მართვის პროცესში შეტანილი ცვლილებები განიხილეს

  • 2020-10-07 16:17:03

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის მორიგი სხომა გაიმართა, სადაც კორონავირუსის მართვის პროცესში შეტანილი ცვლილებების განხილვა მოხდა.

სხდომაზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

ძირითადი აქცენტები გაკეთდა თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიერ წესების დაცვის კონტროლის ეფექტური მექანიზმების შექმნაზე. მუნიციპალიტეტების მერებს დაევალათ ამ პროცესში თავიანთი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება და დამატებითი მობილური ჯგუფების შექმნის უზრუნველყოფა, რომლებიც, შსს-ს წარმომადგენლებთან და სოფლის ექიმებთან ერთად, მონიტორინგს გაუწევენ მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის წესები დაცვას.

სხდომას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, პოლიციის რაიონული სამმართველოების უფროსები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

მსგავსი პოსტები