სამუშაო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტში

სამუშაო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტში

  • 2020-11-25 14:36:32

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა . 

შეხვედრის დასაწყისში მერმა დამსწრეებს წარუდგინა ახალი თანამშრომლები: პაატა სხირტლაძე და ვანო ბიჭაშვილი - წარმომადგენლები გლოლისა და მრავალძლის ადმინისტრაციული ერთეულებში.

დავით ჩიკვაიძემ სხდომის მონაწილეებისგან შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს : თბობის სეზონისთვის მზადების პროცესს, სოფლებში ტრანსპორტირების და წყალმომარაგების პრობლემას, სოციალურ თემატიკას და სოფლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას.

შეხვედრის დასასრულს წარმომადგენლებმა მერისგან მიიღეს დავალებები, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას და დროულად მოგვარებას საჭიროებს.

მსგავსი პოსტები