აქტიურად გრძელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

აქტიურად გრძელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

  • 2021-03-29 14:34:00

აქტიურად გრძელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სოფელ ხაბუმეში, ჟუღუს უბანში, 5 -კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით მიმდინარეობს.

სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ბიუჯეტი 1 285 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს.

,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. გზები იგება ისეთ სოფლებსა და უბნებში, სადაც ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების კუთხით. ყველა სოფელსა და უბანში ეტაპობრივად მოეწყობა გზები“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

მსგავსი პოსტები