გიორგი მაქარაშვილმა პანდემიის პრევენციის მიზნით რეგიონში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა

გიორგი მაქარაშვილმა პანდემიის პრევენციის მიზნით რეგიონში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა

  • 2020-09-28 16:24:33

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექნილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც  ქვეყანაში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის პარალელურად,  გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს. 

რეგიონში შემომსვლელი მოქალაქეების ეფექტური მართვის მიზნით, დამატებითი ფუნქციები დაეკისრათ ბლოკპოსტებზე მომუშავე პირებს, რომლებიც თერმოსკრინინგის გარდა ვირუსის ფართო გავრცელების რეგიონებიდან შემოსულ მოქალაქეთა აღრიცხვას უზრუნველყოფენ. პარალელურად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას ქოლცენტრები, რომლებიც უზრუნველყოფენ რისკის ზონებიდან შესული პირების სატელეფონო გამოკითხვას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვირუსის სიმპტომატიკის არსებობის შესახებ.

ასევე შტაბის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა მიერ პირბადის ტარების მონიტორინგს მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

სხდომას, რომელსაც  სახელმწოფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.ესწრებოდნენ. 

მსგავსი პოსტები