გზის გაწმენდითი სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტებში

გზის გაწმენდითი სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტებში

  • 2022-02-01 12:34:00

ინტენსიური თოვის გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის გაწმენდილია ცაგერი-ლენტეხის, ჩოლური-ლაშხეთის ცენტრალური გზა და მიმდინარეობს ლენტეხი-ხელედი-ბავარის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები.

მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის 5 ერთეული ტექნიკა და 4 ერთეული ტექნიკის მობილიზება ხდება ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებიდან.

შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში , განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა, რის გამოც გზების წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

მსგავსი პოსტები