ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

  • 2021-04-02 13:40:01

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

შესრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მოადგილეებთან ვარაზ გაბედავასთან და მახარე ჩოკორაიასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი შპს ,,პალადა“-მ შეასრულა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 897 269 ლარია.

პროექტის შესაბამისად 3.5 კილომეტრზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოებში შესასვლელები.

ინფრასტრუქტურული პროექტი, ორ ეტაპად, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

მსგავსი პოსტები