სოფელ მუხურში , ლეთოლორდეს უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

სოფელ მუხურში , ლეთოლორდეს უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

  • 2021-04-02 11:44:01

სოფელ მუხურში , ლეთოლორდეს უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგებას ითვალისწინებს.

ასფალტის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 3 კილომეტრის მანძილზე ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და ადგილობრივი ბიუჯეტით 636 000 ლარით ფინანსდება.

მსგავსი პოსტები