სოფელ ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

  • 2021-04-01 14:45:12

სოფელ ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარგების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 000 ლარით ფინანსდება.

ამ ეტაპზე ნინდინარეობს წყლის მილების მონტაჟი, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე მოსახლეობის გამრიცხველიანება.

წყალმომარაგების პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას წლებია აწუხებს.

სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და სასმელი წყლის სისტემით სოფელში მცხოვრები 70 ოჯახი ისარგებლებს.

წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდა ასევე სოფელ ლეწურწუმეში ,საპერტაიოს უბანში მცხოვრებ 60 ოჯახს.

მსგავსი პოსტები