სოფელქობულეთში ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელქობულეთში ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-03-29 15:29:12

სოფელქობულეთში ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს არსებული სკვერის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კერძოდ მოეწყობა ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება ახალი გარე განათების სისტემა, განთავსდება საპარკე სკამები და სანაგვე ურნები, შეიცვლება არსებული ღობე.

სკვერი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა საგზაო გამყოფი კუნძული. მოწესრიგდება ასფალტის საფარი და განთავსდება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და საგზაო ნიშნები.

სამუშაო პროცესი მერმა მირიან ქათამაძემ, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ქობულეთსა და მახინჯაურში ცოტნე ანანიძესთან ერთად დაათვალიერა.

მსგავსი პოსტები