ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

  • 2021-04-01 15:34:37

ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, დღეს კი, სკვერში ხე-მცენარეები დაირგო.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამწვანების აქციაში ჩაერთო.

,,დღეს ლერმონტოვის ქუჩაზე არსებულ სკვერში გამწვანების აქციაში ჩავერთე. ახალი სკვერის მშენებლობა წელს დავიწყეთ, რომლის კეთილმოწყობაც მალე დასრულდება. პარალელურად, აქვე, მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

წელს, გამწვანების სამსახურის მიერ ბათუმში ერთი მილიონი ყვავილისა და სამი ათასამდე ხე-მცენარის დარგვა მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქს ჰქონდეს მეტი რეკრეაციული და მწვანე სივრცე, შესაბამისად, დავიწყეთ ახალი სკვერების მშენებლობა და რეაბილიტაცია. წელს ბათუმს თორმეტი ახალი სკვერი შეემატება“- არჩილ ჩიქოვანი.

მსგავსი პოსტები