დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება

დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება

  • 2021-04-06 13:04:01

დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება.

პროექტის ფარგლებში შენდება ოთხსართულიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი, შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

შენობაში განთავსდება მისაღები, ადმინისტრაციის ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, სამრეცხაო, ძიუდოს და კალათბურთის დარბაზები, ტრენაჟორების ოთახი, სასტუმროს ოთახები, ტრიბუნები.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2021 წლის ბოლოსთვის.

პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მსგავსი პოსტები