ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

  • 2021-04-12 12:47:19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

ამჯერად, სოფ. სადმელისა და ქ. ამბროლაურის რამდენიმე ქუჩა გაიწმინდა.

სამუშაოები, რომელსაც შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი" ახორციელებს, საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება.

მუნიციპალიტეტის ინიციატივით, პერიოდულად, სასოფლო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

მსგავსი პოსტები