ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

  • 2021-04-10 12:51:38

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

ამჯერად, სოფ. ჟოშხის, სოფ. მოტყიარისა და სოფ. თხმორის გზები გაიწმინდა.

სამუშაოები, რომელსაც შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი" ახორციელებს, საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება.

მუნიციპალიტეტის ინიციატივით, პერიოდულად, სასოფლო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

მსგავსი პოსტები