აქტიურად მიმდინარეობს ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები

აქტიურად მიმდინარეობს ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები

  • 2021-04-08 12:54:00

აქტიურად მიმდინარეობს ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის მიერ, ამ პროექტის დაგეგმვა-განხორციელება უკავშირდება საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ და ამ კანონის შესაბამისად, მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტებიდან გამომდინარე მოთხოვნების გადაუდებელ შესრულებას, რათა ბაგა- ბაღმა შეუფერხებლად გაიაროს ავტორიზაცია.

სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს „ამხანაგობა დელტამშენი“. სამუშაოების ღირებულება 699 000 ლარია. მნიშვნელოვანია, რომ მშენებელი პროექტით გათვალისწინებული ვადების დაცვით აწარმოებს სამუშაოებს. ამ ეტაპისთვის მთლიანადაა დასრულებული ლესვის სამუშაოები შენობის პირველ და მეორე სართულებზე. რამოდენიმე დღეში დასრულდება წყლისა და გათბობის შიდა ქსელის მოწყობა. გრძელდება სველი წერტილებისა და იატაკების კერამიკული ფილებით მოპირკეთების სამუშაოები.

შენობის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს.

მსგავსი პოსტები