ხამისკურში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხამისკურში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-04-08 13:03:50

ხამისკურში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საქირიოში გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ნაპირდამცავი გაბიონი.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 161995 ლარია.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილე მახარე ჩოკორაია და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია გაეცნენ.

ხამისკურში პარალელურად 1.8-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები