ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-04-08 20:11:50

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 367 ათას ლარს შეადგენს.

საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ ნიუპოვერი„ აწარმოებს.

ამ ეტაპზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სულ 11 ქუჩაზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები