ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-04-08 15:32:16

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.

დაბა ჩაქვში დუმბაძის ქუჩაზე, საავტომობილო გზაზე ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი.

ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით მიწის ვაკისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილეებთან, ქობულეთის მერთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ფატი ხალვაშთან ერთად გაეცნო.

მსგავსი პოსტები