დაბა თიანეთში შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება

 დაბა თიანეთში შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება

  • 2021-04-16 14:08:38

 დაბა თიანეთში შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება...
პროექტი ხორციელდება თიანეთის მერიის დაკვეთით და ითვალისწინებს 9 ქუჩის მოასფალტებას, ესენია:
 ხაშურის, გრემის, ჟალეთის, გორის, სააკაძის,მცხეთისა და ყაზბეგის ქუჩები, ასევე, ხაშურის შესახვევი, ნამორაძისა და ბეწუკელის ქუჩების შემაერთებელი მონაკვეთი.
თიანეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი - გივი ბერბერაშვილი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი - გია მოსიაშვილი და მერის წარმომადგენელი დაბა თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - თამაზ ჯანგირაშვილი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
პროექტი ფინანსდება "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან" და საერთო ღირებულება შეადგენს
1, 014 998 ლარს.
 დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბერში.

მსგავსი პოსტები