ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

  • 2021-04-13 14:23:14

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

დღეს, სოფ. ველევისა და სოფ. კვირიკეწმინდის გზები გაიწმინდა.

სამუშაოები, რომელსაც შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი" ახორციელებს, საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება.

მუნიციპალიტეტის ინიციატივით, პერიოდულად, სასოფლო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

მსგავსი პოსტები