აბაშის მუნიციპალიტეტში დავით კაჭარავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დავით კაჭარავას ქუჩიდან აბაშა-მარტვილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზამდე, ასევე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მაგისტრალამდე, გზის 3 კმ-მდე მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.
მოასფალტების სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის დასრულების შემდეგ გადაწყდება გზასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოებს ასრულებს კომპანია შპს „ინდიკო“.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.