სენაკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესს ქალაქად და სოფლად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესს ქალაქად და სოფლად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • 2021-04-16 14:45:33

მიუხედავად პანდემიით შექმნილი საყოველთაო დამაბრკოლებელი გარემოებებისა, სენაკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესს ქალაქად და სოფლად, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ.

ამ ეტაპზე საავტომობილო გზის ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია სოფელ მეორე ნოსირის საბარკალაიოს უბანში. პროექტის ღირებულება 315 668 ლარს შეადგენს; ამ პროექტის 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა - 268 703 ლარი, 2022 წლის - 46 965 ლარი;

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასევე მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული შემდეგი პროექტები:

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობა და საბავშვო ბაღამდე გზის ასფალტირება; ზემო სორტის უბნის ასფალტირება;

ნაფეტვარიძის ქუჩაზე; ჭავჭავაძის ქუჩაზე - სამხატვრო გალერეადან ხორავას ქუჩამდე და ხორავას ქუჩის რეაბილიტაცია;

ბელიაშვილის ქუჩაზე; კანკიას ქუჩის პირველი შესახვევში - გზის ასფალტირების სამუშაოები;

თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში - რკინიგზის გასწვრივ - საავტომობილო გზის ასფალტირება;

მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიასკენ მიმავალი გზის ასფალტირება;

სამუშაოებს სს ,, არქეოპოლისი" აწარმოებს.

მსგავსი პოსტები