ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთის უბანში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია

ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთის უბანში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია

  • 2021-04-15 14:58:38

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთის უბანში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია.

ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთის უბანში მიმდინარე სკოლის მშენებლობის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მერის მოადგილე ცოტნე შონიამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ.

კანთის საბაზისო სკოლის მოსწავლეებს სწავლა ხის ძველ შენობაში უწევდათ, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა, რის შემდეგაც ისინი სწავლას სხვადასხვა სკოლებში განაგრძობდნენ.

კანთის სკოლის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და სამუშაოებს კომპანია „სტარი“- ახორციელებს.

სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი.

შენობება ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საგანმანათლებლო რეფორმის ძირითადი პრიორიტეტია. შესაბამისად, გეგმაზომიერად, საჭიროებებიდან გამომდინარე და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 3 ახალი სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია.

მსგავსი პოსტები