საბავშვო ბაღებში მუნიციპალური ინსპექციის მიერ კომპლექსური მონიტორინგი მიმდინარეობს

საბავშვო ბაღებში მუნიციპალური ინსპექციის მიერ კომპლექსური მონიტორინგი მიმდინარეობს

  • 2021-04-21 14:59:08

საბავშვო ბაღებში მუნიციპალური ინსპექციის მიერ კომპლექსური მონიტორინგი მიმდინარეობს.

მოწმდება როგორც COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების შესრულება, ასევე სისუფთავის ხარისხი და კვების ბლოკი.

შემოწმებული საბავშვო ბაღები სრულად აკმაყოფილებს COVID-19-ის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ პირობებს.

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს რეგულარულად უტარდებათ ტესტირება.

ყველა მუნიციპალური საბავშვო ბაღი აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით.

სააღმზრდელო პროცესი COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო ზომების სრული დაცვით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები