ღმაშენებლიდან გენერალ ა. აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში, წყალარინების სისტემის მოწყობა დასრულდა

ღმაშენებლიდან გენერალ ა. აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში, წყალარინების სისტემის მოწყობა დასრულდა

  • 2021-04-16 15:01:37

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩაზე, აღმაშენებლიდან გენერალ ა. აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში, წყალარინების სისტემის მოწყობა დასრულდა.

აღნიშნული სამუშაოების შემდეგ, ასფალტის დაგება ბათუმის მასშტაბით, 12000 კვმ-ზე ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 1 მილიონამდე ლარს შეადგენს.

,,ქუჩებზე, სადაც უკვე დასრულდა წყალარინების სისტემის მოწყობა, დავიწყეთ გზის აღდგენის სამუშაოები, რომელიც ეტაპობრივად წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ასფალტის დაგება, ამჟამად, ბაგრატიონის ქუჩაზე, აღმაშენებლისა და გენერალ ა. აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში ხორციელდება.

პარალელურად, ბათუმის მასშტაბით, სხვადასხვა კაპიტალური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, მინდა გამოვყო ბაგრატიონის ქუჩა, რომლის რეაბილიტაციის დაწყებით, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება" - არჩილ ჩიქოვანი.

მსგავსი პოსტები