მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის

  • 2021-04-26 14:04:52

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრის მსურველი, 55 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეებისათვის!

მოგეხსენებათ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია რიგის დაჯავშნით დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/.

თუ მოქალაქე თავად ვერ უზრუნველყოფს პორტალზე რეგისტრაციას, დახმარებისთვის შეუძლია მიმართოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს: - მირანდა ჯაფარიძე 598 390 312, თამარ მახალდიანი ‭599 338 330‬, მზია მიქაუტაძე 551 203 141‬, რომლებიც ვაქცინაციის მსურველ პირებს დაეხმარებიან რეგისტრაციაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

მსგავსი პოსტები