„სენაკი-ფოთი-სარფის“ საერთაშორისო საავტომობილო გზის ხობის მონაკვეთზე გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

„სენაკი-ფოთი-სარფის“ საერთაშორისო საავტომობილო გზის ხობის მონაკვეთზე გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

  • 2021-04-21 14:17:05

„სენაკი-ფოთი-სარფის“ საერთაშორისო საავტომობილო გზის ხობის მონაკვეთზე (ქვემო ქვალონის, საგვიჩიოს, ჭალადიდისა და პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეულები) გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 72 ათასი ლარია

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სიტემა 23-კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა.

გარე განათების მოწყობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

მსგავსი პოსტები