ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მაისში დაიწყება

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მაისში დაიწყება

  • 2021-04-24 14:20:56

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მაისში დაიწყება.

სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას.

მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.

იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია პარკინგი.

მსგავსი პოსტები