ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ბერდიანსკისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ბერდიანსკისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

  • 2021-04-27 14:25:49

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ბერდიანსკისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. დაიგო ასფალტის საფარი, გაყვანილი იქნა სანიაღვრე არხები, ფილებით მოიკირწყლა ტროტუარები, დაიხაზა ქუჩები და განთავსდა საგზაო ნიშნები.

ორივე ქუჩა კუნძულის სანაპირო ზოლს უკავშირდება, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში გაგრძელდება.

კუნძულის უბანში სამი ცენტრალური ქუჩის- თავდადებულის, ბერდიანსკისა და თამარ მეფის ქუჩების კეთილმოწყობაზე 2 მლნ.251 ათასი ლარია განსაზღვრული. პროექტები საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

მსგავსი პოსტები