ბათუმის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა

ბათუმის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა

  • 2021-05-08 11:42:40

ბათუმის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულების ფაზაში გადავიდა

„დასრულების ფაზაშია ბათუმის მაგისტრალური გზის პროექტი. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, რომელიც სუსტ გრუნტებს და სხვა საკითხებს უკავშირდებოდა, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროგრესი 2020 წლის შემდეგ თვალსაჩინოა - 5 გვირაბიდან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია და 2 მათგანში დასრულებულია მოსახვაც კი. რაც შეეხება ხიდებს, 18 ხიდიდან დასრულებულია 11 ხიდი, 7-ზე კი მიმდინარეობს სამუშაოები. გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი იქნება პროექტის დამამთავრებელი წელი. გეოლოგიური გამოწვევები გრუნტებთან მიმართებაში არსებობს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში მუშავდება შესაბამისი გადაწყვეტებიც. ბათუმის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთი იქნება უმნიშვნელოვანესი მიღწევა აღმოსავლეთ-დასავლეთ საგზაო დერეფანის განვითარებისათვის, რომელსაც ასევე, დიდი როლი ექნება არა მხოლოდ მაგისტრალური და სატრანზიტო თვალსაზრისით, არამედ ბათუმის განტვირთვის კუთხითაც,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების მონახულებისას განაცხადა

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი

ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას, პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, უკვე აშენებულ ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას

ახალი გზის მშენებლობით, საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა

პროექტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) 329.6 მილიონი ლარით ფინანსდება

აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60-E70) ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომლის მშენებლობაც რამდენიმე მონაკვეთზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები