წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ,სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიამ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის პროექტის მენეჯერმა თამუნა ქარდავამ ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ლეჟას უბანში, ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთის უბანში და ქალაქ წალენჯიხაში #4 საჯარო სკოლის ამ ეტაპისათვის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ლეჟასა და კანთის უბანში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იქნა გამოცხადებული, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით.
აღნიშნული სკოლების მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ამხანაგობა -„სტარი“-მ განახორციელა.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 1,279,750.00 ლარს.
წალენჯიხის #4 საჯარო სკოლა კი 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ .პ.ს „ ჯავა“-მ შეასრულა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 276 000 ლარს.
სკოლები ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობები ადაპტირებულია შშმ პირებზე.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.