ქ. დუშეთში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია

ქ. დუშეთში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია

  • 2021-05-20 12:31:02

ქ. დუშეთში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. კერძოდ, ეწყობა 169 მეტრის ასფალტბეტონის საფარი რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხებით.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის დასრულების შემდეგ საავტომობილო ნაკადები და ფეხით მოსიარულეები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ.

სამუშაოებს შპს „საგზაო 7“ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 133919 ლარია. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტი მიმდინარე წლის 4 სექტემბერს დასრულდება.

მსგავსი პოსტები