ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხვანჭკარის შიდა გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხვანჭკარის შიდა გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

  • 2021-05-21 12:43:44

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხვანჭკარის შიდა გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ, მერის მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს და მისი ღირებულება პირველ ეტაპზე 525 000 ლარს შეადგენს.

სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება.

მსგავსი პოსტები