სენაკის მუნიციპალიტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

  • 2021-05-25 12:46:47

სენაკის მუნიციპალიტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ქალაქის ქუჩებში, ასფალტობეტონის საფარის დაგების პროცესი, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დასრულდა ჭავჭავაძის ქუჩაზე - სამხატვრო გალერეადან ხორავას ქუჩამდე მონაკვეთზე, ასევე, ხორავას ქუჩაზე, ასფალტობეტონოს დაგება.

სამუშაოები, რომლის ღირებულება 446 053 ლარს შეადგენს, სს ,,არქეოპოლისმა’’ შეასრულა.

საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი, ღირებულებით 40 334 ლარი, ასევე განხორციელდა ბელიაშვილის ქუჩაზე;

რეაბილიტირდა ნაფეტვარიძის ქუჩა. პროექტის ღირებულებამ 61 266 ლარი შეადგინა;

ასფალტობეტონის საფარი დაიგო კანკიას ქუჩის პირველ შესახვევში. პროექტის განსახორციელებლად 73 518 ლარი დაიხარჯა.

საგზაო ინფრასტურტურული პროექტების განხორციელება სოფლად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოეწყო სოფლის ცენტრი და საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა. პროექტის ღირებულებამ 159 134 ლარი შეადგინა.

ძველ სენაკში ასევე განხორციელდა ზემო სორტის უბნის ქვედა მხარის გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, ღირებულებით - 271 545 ლარი. მათ შორის - 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა - 200 000 ლარი, 2022 წლის - 71 545 ლარი;

თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინიგზის გასწვრივ განხორციელდა საავტომობილო გზის ასფალტირება. პროექტის ღირებულებამ 184 680 ლარი შეადგინა;

მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულების ეტაპზეა მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 524 454 ლარი;

დასრულებულია თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიასკენ მიმავალი გზის ასფალტირების პირველი ეტაპი. პროექტის ღირებულება 383 413 ლარს შეადგენს; მათ შორის - 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების - 356 642 ლარი, 2022 წლის - 26 771 ლარი;

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე ნოსირის საბარკალაიოს უბანში განხორციელდა საავტომობილო გზის ასფალტირების პირველი ეტაპი, ღირებულებით - 315 668 ლარი; მათ შორის - 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა - 268 703 ლარი, 2022 წლის - 46 965 ლარი.

პროექტებს სს ,, არქეოპოლისი" ახორციელებს.

მიუხედავად პანდემიით შექმნილი საყოველთაო დამაბრკოლებელი გარემოებებისა, მიმდინარე წელსაც, სენაკის მუნიციპალიტეტში, უპრეცედენტო რაოდენობის საგზაო და სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მიმდინარეობს და იგეგმება.

მსგავსი პოსტები