ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს

  • 2021-05-21 12:57:23

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე ერთი კილომეტრია.

პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.

გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერეს.

გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.

პარალელურად შავღელეში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 193 ათას ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები