შუახევში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

შუახევში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • 2021-05-23 14:49:26

შუახევში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე სოფელ ინწკირვეთში გაეცნო.

ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, შიდა სასოფლო გზების მშენებლობა - რეაბილიტაციაზე 1 000 000 ლარამდე დაიხარჯება. მოეწყობა 15 კმ ბეტონის საფარი და 5 უბანში გაყვანილი იქნება ახალი სამანქანე გზა.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

მსგავსი პოსტები