ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა

  • 2021-05-21 14:51:03

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თეთროსანი-ზედა ხუცუბანის საავტომობილო გზის 1 973 მეტრ მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ასევე ითვალისწინებდა სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას.

რეაბილიტირებული გზა დაუკავშირდება ხუცუბნის, სოფელ ქობულეთის და გვარას ადმინისტრაციულ ერთეულებს.

მსგავსი პოსტები