ქ. დუშეთში, მილახვრიანთ დასახლებაში დასრულდა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-რეაბილიტაცია

ქ. დუშეთში, მილახვრიანთ დასახლებაში დასრულდა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-რეაბილიტაცია

  • 2021-06-04 13:06:40

ქ. დუშეთში, მილახვრიანთ დასახლებაში დასრულდა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 9019 ლარია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

დასრულებული სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საგზაო 7“-მა შეასრულა.

მსგავსი პოსტები