დასრულდა სახოკიას ქუჩიდან შხეფის ციხემდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია

დასრულდა სახოკიას ქუჩიდან შხეფის ციხემდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია

  • 2021-06-07 13:33:52

სენაკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა - ეს სახოკიას ქუჩიდან შხეფის ციხემდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტია, რომლის ღირებულებამ 91 049 ლარი შეადგინა.

განახლებული ინფრასტრუქტურით, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მრავალფუნქციური, მათ შორის, ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სივრცე შეემატა.

ლევან კუპრეიშვილის მერობის პერიოდში, 2017-2020 წლებში, 500-მდე ინფრასტუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, 2017-2020 წლებში, ქალაქად რეაბილიტირდა 75 ქუჩა, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებში - 54.

მიუხედავად პანდემიით შექმნილი საყოველთაო დამაბრკოლებელი გარემოებებისა, მიმდინარე წელსაც, სენაკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, კეთილმოწყობის სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ხორციელდება.

მსგავსი პოსტები