მარტვილის მუნიციპალიტეტში, კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნოღაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურს თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში დაიგება 2,400 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს გრუნტის კიუვეტების, რკინა-ბეტონის არხების, გაბიონების, გზის გადამკვეთი ლითონის მილების, ლითონის ცხაურებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობას.
პროექტის ღირებულება 924 999 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბილდინგ გრუპ17“ ასრულებს. სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელს განხორცილედა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიულია და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემებს უქმნის. აღნიშნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.