ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-06-08 14:12:51

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა, მერის მოადგილეები -მამუკა პაპასკირი და ზაქარია გვრიტიშვილი,საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე გაეცნენ.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 367 ათას ლარს შეადგენს. საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, ხორციელდება ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია "ნიუპოვერი„ აწარმოებს.

ამ ეტაპზე ,ფოთის მუნიციალიტეტში გზის მოასფალტების სამუშაოები 8 ქუჩაზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები