ქ. ამბროლაურის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

ქ. ამბროლაურის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

  • 2021-06-25 12:55:02

ქ. ამბროლაურის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.

მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, სანიაღვრეების გაწმენდა, სანაგვე ურნების განახლება, ტერიტორიების გამწვანება, მცენარეთა შეწამვლა-ფორმირება, ,,ლედ სანათების" გამოცვლა და ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებისთვის საჭირო სხვა დამატებითი სამუშაოები.

ამჯერად, ,,ამბროლაურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა" სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა.

მასშტაბური დასუფთავების აქციების ჩატარება როგორც ქ. ამბროლაურში, ისე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში იგეგმება.

მსგავსი პოსტები