ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭყვიშის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭყვიშის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-06-21 12:55:58

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭყვიშის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დღეს, მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან - ასლან საგანელიძესთან ერთად დათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასფალტო-ბეტონის საფარი 2 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება, გარდამავალია და მისი ღირებულება 740 000 ლარს შეადგენს.

წელს, გზების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხორციელდება, პარალელურად კი 12 სოფელში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათთან ერთად სოფლის პრიორიტეტებსა და პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს.

 

იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები