სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალი ბაგა-ბაღი აშენდა

სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალი ბაგა-ბაღი აშენდა

  • 2021-06-23 13:02:41

ბავშვების განათლება და განვითარება ბაღიდან იწყება - ვაშენებთ, ვარემონტებთ ბაღებს, ვაუმჯობესებთ პირობებს, რათა პატარებს და მათ აღმზრდელებს სათანადო გარემო შევუქმნათ.

სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალი ბაგა-ბაღი ავაშენეთ.

ახალი სასწავლო წლიდან, საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება 60 აღსაზრდელს მოემსახურება.

შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

სენაკში ასევე ვაშენებთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, 100 აღსაზრდელზე გათვლილ N4 საბავშვო ბაღს.

ვგეგმავთ N3 და N7 ბაგა-ბაღების მშენებლობას.

მსგავსი პოსტები