მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-06-27 13:05:03

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 90 მეტრიანი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად გაეცნო.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული ხიდი ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა. ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს.

სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო მარტვილის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს.

მსგავსი პოსტები