მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-06-23 13:05:56

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი.

პროექტის ღირებულება 322 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მთაწმინდა 2007“ ასრულებს.

სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საბავშვო ბაღების მშენებლობა ასევე მიმდინარეობს დიდ ჭყონში, ონოღიაში, ხუნწში და ლეციცხვაიეში.

მსგავსი პოსტები