ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება

  • 2021-06-24 13:11:32

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.

სოფელ ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე, სახელმწიფო მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 36+700 კილომეტრზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ხიდის სიგრძე 36, ხოლო სიგანე 9,5 მეტია.

პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 1 000 000 ლარით ფინანსდება.

სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია გაეცნენ.

მსგავსი პოსტები