სოფელ კირცხში 3- კილომეტრიანი ბეტონის გზა იგება

სოფელ კირცხში 3- კილომეტრიანი ბეტონის გზა იგება

  • 2021-06-21 13:12:39

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

სოფელ კირცხში 3- კილომეტრიანი ბეტონის გზა იგება.

პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხი.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 225 000 ლარს შეადგენს.

პროექტი გარდამავალია. სამუშაოები მიმდინარე თვეში დასრულდება.

სამუშაოებს სს ,,არქეოპოლისი“ ასრულებს.

მსგავსი პოსტები