აქტიურად მიმდინარეობს ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

აქტიურად მიმდინარეობს ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

  • 2021-07-02 14:48:51

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

აქტიურად მიმდინარეობს ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 7 კილომეტრამდე გზის და ორი ხიდის რეაბილიტაცია.

პანდემიის მიუხედავად სხალთა - ხიხანის ხეობაში პირველი სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო ,,ირე პალასი“ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ფარგლებში აშენდა, დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.

ასევე დღეს თორნიკე რიჟვაძემ, შერიფ ხიმშიაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა. სახლ-მუზეუმის რესტავრაციისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 27 080 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები