აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს

  • 2021-06-17 14:50:52

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა (შავი ტბა, ტურისტული მიმართულება) საავტომობილო გზის 4250 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოხდება არმირებული წესით ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება.

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მიწის ვაკისის, საყრდენი კედლების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.

რეაბილიტირებული გზით მწვანე ტბიდან შავ ტბამდე ვიზიტორები კომფორტულ გადაადგილებას შეძლებენ.

მსგავსი პოსტები