შუახევში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

შუახევში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-06-23 14:52:27

შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს მაწყვალთაში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველთან როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში სოფელ მაწყვალთაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის სახლს, ფანჩატურს. შეიღებება ცენტრში არსებული შენობების ფასადი, მოეწყობა სკვერი, დამონტაჟდება დეკორატიული განათება. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. ამ ეტაპზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 485 000 ლარამდე დაიხარჯება. გარდა მიმდინარე პროექტებისა, განხორციელდება წაბლანის, ჯაბნიძეების, ქიძინიძეების, წყაროთის, ბუთურაულის, ტომაშეთის და კლდისუბნის სოფლის ცენტრების მოწყობა.

მსგავსი პოსტები